ოზურგეთში, მდინარე ნატანებში ქალის ცხედარი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, ხანდაზმული ქალი, სუიციდის მიზნით, ხიდიდან გადახტა. ცხედარი წყალში 2-დღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.
როგორც "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მომხდარის შესახებ პირველადი ინფორმაცია "გურია ნიუსმა" გაავრცელა.