ქალი, რომელზეც შვილიშვილმა სექსუალურად იძალადა, გარდაცვლილი ნახეს

2023-05-03 18:14:32

ქალი, რომელზეც სექსუალურ ძალადობაში შვილიშვილია ბრალდებული, გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, 77 წლის ქალი სახლში გარდაცვლილი დღეს დილით, შვილმა ნახა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ შვილიშვილის დაკავების შემდეგ, ის მეზობლებთან აღარ კონტაქტობდა.

გარდაცვალების ზუსტი მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია. ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.

გამოძიება თელავის მუნიციპალიტეტში მომხდარზე სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს. ახალგაზრდა კაცი ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს და წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება.

ბებიის მიერ მიცემულ ჩვენებაში ნათქვამია, რომ შვილიშვილი მასზე სექსუალურად ძალადობდა და სახლში კეტავდა. ახალგაზრდა კაცი დანაშაულის ჩადენის დროს პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა. მას ბრალი ორი მუხლით აქვს წარდგენილი.

ბიჭს, რომელსაც 77 წლის ბებიის გაუპატიურებას ედავებიან, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.