გამოიდარებს თუ არა საქართველოში

2023-05-03 13:07:09

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოიდარებს და ტემპერატურაც მოიმატებს - ამის შესახებ გარემოს ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს:

"როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში გამოიდარებს და 6 მაისის ჩათვლით თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურაც მოიმატებს და დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში +18, +23 გრადუსის ფარგლებში იქნება, თბილისში კი +22, +24 გრადუსის ფარგლებშია ნავარაუდევი. 7 მაისიდან კვლავ არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი." - გვითხრეს გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, მაისის თვეში ცალკეულ დღეებში შესაძლოა ტემპერატურამ მკვეთრადაც დაიკლოს და ამავდროულად, +30, +34 გრადუსამდე მოიმატოს:

"დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა მაისის თვეში კლიმატურ ნორმასთან შედარებით 1-2 გრადუსით მაღალი იქნება. ცალკეულ დღეებში შესაძლებელია ტემპერატურამ +11, +8 გრადუსამდე დაიკლოს. ასევე, შესაძლოა, +31, +34 გრადუსამდე მოიმატოს. ნალექების რაოდენობა კლიმატურ ნორმასთან შედარებით მეტი და მასთან ახლოს იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში მაისის თვეში ტემპერატურა საშუალო მრავალწლიურ მაჩვენებელთან შედარებით 1-2 გრადუსით მაღალი იქნება. შესაძლოა, ცალკეულ დღეებში +11, +8 გრადუსამდე დაიკლოს, ან მოიმატოს +30, +33 გრადუსამდე. ნალექების რაოდენობა კი საშუალო მრავალწლიურ მაჩვენებელთან ახლოს იქნება", - გარემოს ეროვნული სააგენტო.