აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად საპროტესტო აქცია მთავრობის კანცელარიასთან გრძელდება. ბავშვების მშობლები ადმინისტრაციასთან დღეს მე-13 ღამეს გაათენებენ.
მოთხოვნა უცვლელია - საჭირო მედიკამენტის დაფინანსება.
"არ გავჩერდებით, სანამ სახლში მედიკამენტს არ მივიტანთ, ვიქნებით კანცელარიასთან. დაგვიფინანსონ ეს მედიკამენტი არაუგვიანეს პირველი სექტემბრისა," - აცხადებს აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვის მშობელი ქეთი ბეგიაშვილი.
აქციაში დღეს აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებისა და ახლობლების გარდა, სტუდენტები და საზოგადოების სხვა აქტიური წევრები, მათ შორის ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც მონაწილეობდნენ. მათ მსვლელობით პარლამენტთანაც გადაინაცვლეს, სადაც მშობლები სიტყვით გამოვიდნენ.