მარტვილში 24 აპრილს მიუსაფარი ძაღლის მიერ ადამიანების დაკბენის ფაქტი დაფიქსირდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარებმა ძაღლი მეთვალყურეობის მიზნით გადაიყვანეს ოზურგეთის ცხოველთა თავშესაფარში. ცხოველი მოკვდა ლაბორატორიული კვლევის შედეგად, დადასტურდა ცხოველის ცოფით დაავადება
„სააგენტოს ვეტერინარებმა დღეიდან უკვე დაიწყეს ვეტერინარული ღონისძიებები, რაც გულისხმობს ამთვისებელი ცხოველების იძულებით ვაქცინაციას, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას და თვითმმართველობასთან კოორდინაციით საკარანტინო შეზღუდვების დაწესებას“, - აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში