ხვალ "რუსთავის წყალთან" საპროტესტო აქცია გაიმართება

2023-04-27 19:12:26

ხვალ, 28 აპრილს, კომპანია "რუსთავის წყალთან" მოქალაქეები აქციას მართავენ.

"22 აპრილს რუსთავის მერიასთან ჩატერებულ აქციაზე გადაწყდა შემდეგი აქციის ჩატარება რუსთავის წყლის ოფისთან 28 აპრილს 16:00სთ-დან 18:00-სთ-მდე! გთხოვთ მობრძანდეთ!", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მოქალაქეების თქმით, ისინი წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემასთან დაკავშირებით არსებული პრობლემების მოგვარებას მოითხოვენ.