მდინარემ ავტომობილი წაიღო

2023-04-26 16:08:09

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჩურში, ადიდებულმა მდინარემ ავტომობილი წაიღო, რომელშიც მამა-შვილი იმყოფებოდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, შვილმა გაცურვა შეძლო, მამამ კი წყლიდან გამოსვლა ვერ მოახერხა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა შუახნის კაცი.

ადგილობრივების თქმით, კაცი მდინარე სტორში გასვლას ავტომანქანით ცდილობდა, რა დროსაც ძრავა ჩაქრა და მამა-შვილმა გზის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

შემთხვევის ადგილზე მუშაობდნენ შესაბამისი სამსახურები.