განათლების მინისტრის ამილახვარი განცხადებით პირველ კალსში რეგისტრაციის ასაკმა გადაიწია.
მისი თქმით, ახლა პირველ კლასში დარეგისტრირება შესაძლებელი იქნება იმ ბავშვებისაც, რომლებიც 1 ნოემბრამდე გახდებიან 6 წლის.
"სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს მშობლების მხრიდან მომეტებულ მოთხოვნას, რომელიც ეხება ბავშვების სასკოლო ასაკს, ეტაპობრივად დავაკმაყოფილოთ.
შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, ვინც დაბადებულია 1 ნოემბრამდე და შეუსრულდება 6 წელი პირველ კლასში დარეგისტრირების უფლება ექნება. აქამდე, როგორც იცით, პირველ კლაში დარეგისტრირება იმ ბავშვებისთვის იყო შესაძლებელი, რომლებსაც 6 წელი 1 ოქტომბრამდე უსრულდებოდათ",- განაცხადა მინისტრმა.