როგორ აღადგენ დაკარგულ ან დაზიანებულ სახელმწიფო სანომრე ნიშნებს

2023-04-10 11:55:26

დაკარგული ან დაზიანებული სახელმწიფო სანომრე ნიშნის აღდგენა პირადობისა და სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობების წარდგენით არის შესაძლებელი.

ინფორმაციას მომსახურების სააგენტო ავრცელებს.

"როგორ შეიძლება დაკარგული ან დაზიანებული სახელმწიფო სანომრე ნიშნების აღდგენა?

დაინტერესებულმა პირმა სააგენტოს  სტრუქტურულ ერთეულში უნდა წარმოადგინოს სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სატრანსპორტო საშუალების წარმოდგენა სავალდებულო არ არის.
დაკარგული სახელმწიფო სანომრე ნიშნების აღდგენა ან დაზიანებულის შეცვლა შესაძლებელია ჩვენს ნებისმიერ სტრუქტურულ ერთეულში
",- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.