ვარკეთილში, ერთ-ერთ სასაწყობე ფართში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ.
არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლი კი საყოფაცხოვრებო პროდუქციის სასაწყობე ფართში გაჩნდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განმარტავენ, მეხანძრეებმა ოპერატიულად შეძლეს ლოკალიზება და ხანძრის გავრცელების თავიდან არიდება.