ქუჩაში ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა

2023-04-05 19:23:00

ბორჯომში, ქუჩაში ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა.

36 წლამდე კაცი ჯეო ჰოსპიტალსში გადაიყვანეს. როგორც მორიგე ექიმი ამბობს, კაცი უკვე გარდაცვლილი შეიყვანეს სამედიცინო ცენტრში.

გავრცელებული ინფორმაციით გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა სახელდება.


წყარო: ტელეკომპანია ბორჯომი