"დასთან სტუმრად იმყოფებოდა"

2023-04-02 20:19:03

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ყოფილი ქმრის მიერ ქალის დაჭრასთან დაკავშირებით "ინფო რუსთავისთვის" ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

როგორც ირკვევა, ქალი სოფელ ბანოჯაში, დასთან სტუმრად იმყოფებოდა, რა დროსაც მას ყოფლიმა მეუღლემ მიაკითხა და კონფლიქტი მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ყოფილ ცოლს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი ამავე დანით თვითდაზიანებები მიიყენა და გარდაიცვალა.

შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. დაჭრილი ქალი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები