რატომ მოდის წყალი დაბალი წნევით რუსთავში მაღალ სართულებზე

2023-03-29 17:41:09

რუსთავში მაღალ სართულებზე წყლის დაბალი წნევით მიწოდების მიზეზი ავარიული ქსელებია.

ამის შესახებ კომპანია "ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის" გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ბაბუხადიამ რუსთავში წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული პროექტების შესახებ მერიაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, წელს დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოები მნიშვნელოვანია, რომ რომ მაღალ სართულებზე წყლის მიწოდების დროს წნევა დასტაბილურდეს.

"რისგანაა გამოწვეული წნევების ნაკლებობა? ეს არის ავარიული ქსელები, რომელსაც წყალს აწვდი, მაგრამ იმიტომ რომ ქსელი არის ავარიული, რა თქმა უნდა, ჟონობის დროს წყალი იკარგება.

შესაბამისად, წელს რაც არის დაგეგმილი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტებია ქალაქის წყალმომარაგებისა და კონკრეტულ უბნებში წნევების დასტაბილურების თვალსაზრისით.

ამ რეაბილიტაციებს მოჰყვება შესაბამისად წნევების სტაბილურობა და მაღალ სართულებზე წნევებს რომ უჩივიან ამის გამოსწორებისკენაა მიმართული",- განაცხადა ირაკლი ბაბუხადიამ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები