რუსთავის მოლთან ავტომობილის უფასო გაჩერების დრო შემცირდა.
ქალაქის სავაჭრო ცენტრთან მანქანის დაპარკინგებას უფასოდ ახლა 1 საათის ნაცვლად, 30 წუთის განმავლობაში შეძლებთ.
30 წუთის შემდეგ კი, ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, გაჩერების საფასურის - 1 ლარის გადახდა მოგიწევთ.