რუსთავში ქალმა სხვისი ბარათით ივაჭრა.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, XVI მიკრორაიონში 40 წლამდე ქალმა ქუჩაში ბანკის ბარათი იპოვა, რაც შემდეგ მარაზიაში გამოიყენა და პროდუქტები იყიდა.
პირმა კი, რომალმაც ბარათი დაკარგა, დახმარების მიზნით პოლიციას მიმართა. ბარათის გატარების შემდეგ მოხდა იმ ლოკაციის დადგენა, სადაც პროდუქტი იქნა შეძენილი. მოგვიანებით კი დადგინდა იმ ქალის ვინაობა, ვინც სხვისი ბარათი გამოიყენა.
სამართალდამცავებმა იდენტიფიცირების შემდეგ ქალი პასუხისგებაში მისცეს.