რუსთავი-თბილისის მიმართულებით გადაადგილება მგზავრებს კვლავ გაზრდილი ტარიფით უწევთ. კომპანია „ინტერტრანსში“ აცხადებენ რომ ფასის კლებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მძღოლებთან ჯერ კიდევ მიმდინარეობს. „ინფო რუსთავი“ კომპანიაში დასაქმებულ მძღოლებს გაესაუბრა. მათი ნაწილის განცხადებით, მგზავრობის საფასურის გაზრდა მძღოლების მოთხოვნა არ ყოფილა და ამჟამად ფასის კლებასთან დაკავშირებით მათთან მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.
რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობის საფასურის გაძვირების გაპროტესტებას უახლოეს საათებში რუსთაველი სტუდენტების ნაწილი გეგმავს. მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, სტუდენტური ტარიფის მოთხოვნით აქცია მათ გუშინაც გამართეს.