რუსთავში მუნიციპალური განვითარების ფონდს წელს 14 200 000 ლარის ღირებულების პროექტების განხორციელება აქვს დაგეგმილი.
ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ინფორმაცია ფონდში მიაწოდეს.
მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული თანხა 4 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს მოხმარდება.
21-ე საჯარო სკოლის რეაბილიტაციაზე დაიხარჯება - 5,655,145 ლარი
მე-2 საჯარო სკოლისთვის - 2,399,620 ლარი
მე-3 საჯარო სკოლა - 2,399,620 ლარი
მე-6 საჯარო სკოლა - 3,817,320 ლარი