კომპანია რუსთავის წყალი განცხადებას ავრცელებს:
2 მარტს, კომპანია "რუსთავის წყალი" წყალმომარაგების სტაბილურობისთვის მაგისტრალურ და გამანაწილებელ ქსელებზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები პარალელურად სამ სხვადასხვა მისამართზე იმუშავებენ, ქალაქ რუსთავში, მშვიდობისა და გაგარინის ქუჩებზე ძველი დაზიანებული ქსელები ახლით შეიცვლება, ასევე მარნეულის მინიციპალიტეტში სოფელი დიდი მუღანლოს ტერიტორიაზე მაგისტრალურ მილზე გადაუდებელი სამუშაოები შესრულდება.
სამუშაოები, 2 მარტს, დილის 10:00 საათზე დაიწყება და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 2 მარტს, დილის 10:00 საათიდან საღამოს 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ქალაქ რუსთავში - შარტავას გამზირს, ჭყონდიდელის დასახლებას, მე-11-12 და მე-14-21-ე მიკრორაიონებს, ალუბლების სანაპიროს, ღლონტის, ტაბიძის, ტურგენევის, ქუჩიშვილის, ლესელიძის, ორბელიანის, წულუკიძის, ჭონქაძის, ერისთავის, პუშკინის, ლეონიძის, თოდრიას, მესხიშვილის, ტაშკენტის, მოდებაძის და ბესიკის ქუჩებს.
კომპანია „რუსთავის წყალი“ შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს. წყალმომარაგების სრულად აღგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანია „რუსთავის წყალი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქის საშუალებით.