რუსთავში ცენტრალური გამზირი გადაკეტილია

2023-02-28 11:08:37

რუსთავში მეგობრობის გამზირის ნაწილი, იუსტიციიდან შარტავას მოედნამდე საავტომობილო გზა გადაკეტილია.

გზაზე ავტომობილთა გადაადგილების შეზღუდვა 6 მარტის 08:00 სთ-მდე გაგრძელდება.

რუსთავის მერიის ინფორმაციით: ჟიული შარტავას სახელობის მოედნიდან შოთა რუსთაველის სახელობის მოედნის მიმართულებით (მოძრაობა შესაძლებელი იქნება ლომოურის ქუჩის მიმართულებით მხოლოდ სუპერმარკეტ ,,კარფურის’’ მომხმარებლებისთვის)

ლომოურის ქუჩიდან შოთა რუსთაველის სახელობის მოედნამდე (მოძრაობა შესაძლებელი იქნება 7ა მკ/რ-ნის მიმართულებით)

მეგობრობის გამზირიდან შოთა რუსთაველის სახელობის მოედნის მიმართულებით (ავტომანქანების გადაადგილება შესაძლებელი იქნება მეგობრობის გამზირიდან 47ა- ს მიმართულებით)

საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად იქნება შეზღუდული შოთა რუსთაველის სახელობის მოედნიდან მესხიშვილის ქუჩის მიმართულებით (გადაადგილება შესაძლებელი იქნება მესხიშვილის ქუჩის პირველი გასასვლელის საშუალებით).

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის ხელმძღვანელმა ავთანდილ ბედიაშვილმა განუცხადა, სამუშაოები 2-3 კვირაში დასრულდება, თუკი რაიმე შემაფერხებელი ფაქტორი არ გამოჩნდა.