"მართვის მოწმობას ვადა გაუვდია და მიუქმდება?"

2023-02-21 17:34:52

მართვის მოწმობას ვადა გაუვიდა და ხომ არ გამიუქმდება? - მსგავსი შინაარსის კითხვას სოციალური ქსელის სხვადასხვა ჯგუფში ძალიან ხშირად შეხვდებით.

"ინფო რუსთავმა" გადაწყვიტა, თქვენთვის აქტუალური კითხვაზე პასუხი გაეცა და სწორედ ამ მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დაუკავშირდა.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენს მართვის მოწმობას ვადა გაუვიდა, რა თქმა უნდა, ის არც გაუქმებას ექვემდებარება და არც გამოცდაზე კიდევ ერთხელ გასვლა არ მოგიწევთ.

იმისთვის, რომ დოკუმენტი განაახლოთ, მომსახურების სააგენტოში უნდა მიიტანოთ ჯანმრთელობის ცნობა, პირადობის მოწმობა და მართვის მოწმობა, გადაიხადოთ 16 ლარი და განახლებული დოკუმენტის აღებას რამდენიმე წუთში შეძლებთ.

ინფორმაციისთვის, ვადაგადაცილებული უფლებები მძღოლის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის გამოყენების საფუძველი ხდება. დამრღვევს ჯარიმის გადახდა მოუწევს. ვადაგასული დოკუმენტით მგზავრობა მანქანის მართვის მოწმობის გარეშე ტარებას უტოლდება.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები