ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქულბაქის მიმდებარედ კლდის მასა ჩამოიშალა და ავტომობილი მოიყოლა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ცაგერის მერის მოადგილემ ალუდა თუთისანმა განუცხადა, კლდისა და თოვლის მასაში ერთ-ერთი მასწავლებლის ავტომობილია მოყოლილი.
"კლდე ჩამოიშალა და ერთი ავტომობილი მოიყოლა. სკოლის მასწაველებია და, სავარაუდოდ, სკოლაში მიდიოდა",- განაცხადა თუთისანმა.
მისივე თქმით, ადგილზე მობილიზებულია სპეცტექნიკა და სამაშველო სამსახური, მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები.
ფოტო არ ასახავს რეალობას