ხმაური რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით საცხოვრებელი კორპუსის ერთერთ ბინაში მეზობლებმა საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.
ადგილობრივის ინფორმაციით ახალგაზრდა კაცი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ყვიროდა და იგინებოდა.
ადგილზე მისულ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებსა და აღნიშნულ მამაკაცს შორის საუბარი სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შემდეგაც მისამართზე დამატებით კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟი მივიდა. პოლიციამ გადაწყვიტა მამაკაცი დაეკავებინა, რასაც მისი მხრიდან წინააღმდეგობის გაწევა მოჰყვა.
პოლიციის მიერ პირი გადაყვანილ იქნა წინასწარი დაკავების იზოლატორში. მამაკაცი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდა.