 
         2023-02-17 19:31:01
2023-02-17 19:31:01 
    
		
		
			ბათუმში, კლინიკა BMS-ში 18 წლის გოგონამ ბავშვი გააჩინა და კლინიკაში დატოვა. ფაქტს სამედიცინო დაწესებულებაშიც ადასტურებენ.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალმა 2 დღის წინ იმშობიარა, კლინიკიდან კი დღეს გაეწერა.
კლინიკის ინფორმაციით, მომხდარის შესახებ ყველა შესაბამისი უწყება ინფორმირებულია. ახალშობილი სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მეთვალყურეობის ქვეშ იქნება.