რუსთავში, მარჯანიშვილისა და კლდიაშვილის ქუჩების კვეთაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს "ტოიოტასა" და "ოპელის" მარკის ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.