გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 16 თებერვალს 11:00-დან 12:00 საათამდე ელექტროენერგია შეუწყდებათ აბონენტებს რუსთავში:
გაგარინის ქუჩაზე. 11:30 საათიდან 13:00 საათამდე - აბონენტებს რუსთავში მე-12, მე-11 მიკრორაიონებში, აღმაშენებლის გამზირზე, ერისთავის ქუჩაზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.