რუსთავში რამდენიმე მიკრორაიონს ელექტრო ენერგია არ მიეწოდება.
კითხვით, როდის ჩაერთვება დენი, “ინფო რუსთავს” ათობით მოქალაქე დაუკავშირდა.
როგორც საინფორმაციო სააგენტოს კომპანია “ენერგო პრო ჯორჯიაში” განუცხადეს, ელექტრო ენერგიის გათიშვის მიზეზი ავარიული შემთხვევა გახდა და პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, ადგილზე ტექნიკური ჯგუფი უკვე მუშაობს.
არსებული ინფორმაციით, ელ. ენერგიის მიწოდება აბონენტებს მაქსიმუმ 1 საათში აღუდგებათ.