სუს-ის თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს

2023-02-13 12:37:43

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვში, ავტომობილში 50 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ჩაქვში მერის წარმომადგენელმა გიორგი ქებულაძემ განუცხადა, 50 წლამდე კაცი სუს-ის მოქმედი თანამშრომელი იყო.

გავრცელებული ცნობით, კაცს სასიკვდილო ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.

"ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები