მესხიშვილის ქუჩის #11 ბინის მაცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ.
აღნიშნული მისამართის მაცხოვრებლები, "ინფო რუსთავს" დაუკავშირდნენ და პრობლემის გაშუქება სთხოვეს.
მათი თქმით, რამდენიმე დღეა საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი სადარბაზოს ბეტონის საფარმა დეფორმაცია განიცადა და დაიწია.
მათივე ინფორმაციით, პრობლემის მოგვარების მიზნით, შესაბამისი სამსახურებისთვის არ მიუმართავთ.
"ინფო რუსთავი" რუსთავის მერიას დაუკავშირდა რის შემდეგაც შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები, სადარბაზოში არსებულ სიტუაციას, ადგილზე გაეცნენ.
მათი ინფორმაციით, მდგომარეობას შეისწავლიან და ადგილობრივებს, მერიის პროექტში ჩართვას შესთავაზებენ, რაც თანადაფინანსების პრინციპით, სადარბაზოების რეაბილიტაციას გულისხმობს.
მოსახლეობის თანხმობის შემთხვევაში, აღნიშნული სადარბაზოს შეკეთება, სწორედ ამ პროექტის ფარგლებში განხორციელდება.