სენაკში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, 60 წლამდე ქალი ქუჩაზე გადადიოდა, რა დროსაც მას მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
მიღებული დაზიანებები იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ ქვეითი ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.