დევნა და რბოლა რუსთავის ქუჩებში [ვიდეო/video]
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით "ბეემვე"-ს მარკის ავტომობილის მძღოლს პატრულის ეკიპაჟმა გაჩერება სთხოვა. არსებული ინფორმაციით მანქანის მძღოლი პატრულის მითითებას არ დაემორჩილა, სიჩქარეს მოუმატა და ადგილიდან მიმალვა სცადა. სამართალდამცავების მხრიდან ავტომობილის დევნა განხორციელდა რასაც დამატებით კიდევ რამდენიმე ეკიპაჟი შეუერთდა.
საბოლოოდ "ბეემვე"-ს მარკის მძღოლი XIX მიკრორაიონში ერთერთ კორპუსთან გაჩერდა, ავტომობილი მიატოვა და ადგილიდან მიიმალა. მოგვიანებით მოხდა პირის იდენტიფიცირება, ავტომობილი საჯარიმო სადგომზე გადაიყვანეს, ხოლო მძღოლი სავარაუდოდ ადმინისტრაციულად დაჯარიმდა.