"თიბისიში" სალაროდან თანხის გატანის საკომისიო გაიზარდა

2023-02-01 19:57:55

1-ლი თებერვლიდან „თიბისიში“ სალაროდან თანხის გატანის საკომისიო გაიზარდა.

ინფორმაციას თავად „თიბისი ბანკი“ ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში გავრცელებული ინფორმაციით, ეს წესი 2022 წლის 25 ნოემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო.

"ფიზიკური პირის საბარათე ანგარიშიდან თანხის უფასოდ ან შეღავათიანი პირობით გასატანად, გთხოვთ, ისარგებლოთ „თიბისის“ ბანკომატებით. 2023 წლის 1-ლი თებერვლიდან, ფილიალების სალაროებიდან, 3 000 ლარამდე თანხის გატანის მინიმალური საკომისიო იქნება გასატანი თანხის 2% (მინ. 2 ლარი), ხოლო უცხოური ვალუტის შემთხვევაში (1000 USD/EURO/GBP-მდე) - 2% (მინ. 1 USD/EURO/GBP),“ - ნათქვამია „თიბისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ არსებული წესით, სალაროდან თანხის გატანაზე საკომისიო 0,6% იყო.