კომპანია "რუსთავის წყალი" ქალაქ რუსთავში, მშვიდობის ქუჩაზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.
მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ღამის საათებში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს, 27 იანვარს 23:00 საათიდან 28 იანვრის დილის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ქალაქ რუსთავის მარცხენა სანაპიროს, ჭყონდიდელის დასახლებას, მარჯვენა სანაპიროს მე-11, მე-12, მე-14, მე-15, მე-16, მე-17, მე-18, მე-19, მე-20 და 21-ე მიკრორაიონებს, მესხიშვილის ქუჩას და გასასვლელებს, ტაშკენტის, თოდრიას, მოდებაძის, სანაპიროს, მშვიდობის, ტაბიძის, ტურგენევის, ჭონქაძის, ორბელიანის, ლესელიძის ქუჩას, ჩიხებს და გასასვლელებს, წულუკიძის გასასვლელებს, ქუჩიშვილის ქუჩას და გასასვლელებს, ღლონტის, აღმაშენებლის, ლეონიძის ქუჩებს და შარტავას გამზირს.
კომპანია „რუსთავის წყალი“ შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს.