გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახაშენთან ავარია მოხდა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ძლიერი შეჯახების შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები იმყოფებიან.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.