2023-01-03 00:01:26
რუსთავში, გაგარინის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [ვიდეო/video]
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს მუნიციპალური სამგზავრო ავტობუსი და "BMW-ს" მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ორი ეკიპაჟი.