რუსთავში, მშენებელთა ქუჩაზე "ოპელის" მარკის მოძრავ ავტომობილს ძრავაში ცეცხლი გაუჩნდა.
მძღოლმა ავტომობილიდან გადმოსვლა მოასწრო და შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სახანძრო-სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
შემთხვევის გამო რუსთავი-გარდაბნის გზაზე მოძრაობა დროებით შეზღუდული იყო.