ავტობუსის მძღოლი, რომელიც რუსთავში 3 წლის ბავშვს დაეჯახა, გაათავისუფლეს

2022-12-28 00:32:42

ავტობუსის მძღოლი, ვ.ტ, რომელიც რუსთავი-გარდაბნის გზაზე 3 წლის ბავშვს დაეჯახა, გირაოს სანაცვლოდ საპატიმროდან გაათავისუფლეს.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" რუსთავის საქალაქო სასამართლოში განუცხადეს, 22 დეკემბერს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილის გადაწყვეტილებით ვ.ტ-ს აღკვეთ ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობა 5000 ლარიანი გირაოთი შეეცვალა.

საქმის არსებითი განხილვა იანვარში დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 28 ოქტომბერს ცემენტის ქარხნის მიმდებარედ მოხდა. შეჯახების შედეგად ბავშვი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანამდე გარდაიცვალა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები