მთავრობა 3-დან 6 იანვრის ჩათვლით უქმე დღეებს აცხადებს.
დადგენილების თანახმად, უქმე დღეები ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულებისთვის ცხადდება.
"ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის 2023 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით დღეები განისაზღვროს უქმე დღეებად"- წერია მთავრობის დადგენილებაში.
ეს დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე და "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე.