საარსებო მინიმუმი გაიზარდა და 253.9 ლარი შეადგინა

2022-12-15 12:27:35

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ნოემბერში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი წინა თვესთან შედარებით 1.2 ლარით გაიზარდა და 253.9 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება საარსებო მინიმუმის წლიურ ცვლილებას, გასული წლის ნოემბერთან შედარებით მიმდინარე წელს საარსებო მინიმუმი 31.4 ლარით არის გაზრდილი.
საქსტატის მონაცემებით, ნოემბერში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი წინა თვესთან შედარებით 1.1 ლარით გაიზარდა და 226 ლარი შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ნოემბერში წლიური ინფლაციის დონემ 10.4% შეადგინა.