იცოდი? - როდის დაიდგა რუსთავში პირველი მთავარი საახალწლო ნაძვის ხე.
2023 წლის შესახვედრად ქალაქში საახალწლო სამზადისი, შეიძლება ითქვას, დასრულებულია. ანთებულია მთავარი ნაძვის ხე და ჩართულია საახალწლო განათებებიც.
ვფიქრობ, საინტერესო იქნებოდა, გვცოდნოდა, როდიდან იწყება რუსთავში მთავარი ნაძვის ხის დადგმის ტრადიცია.
მთავარი ნაძვის ხის დადგმის ტრადიცია იმ ფორმით, როგორც ახლაა, კომუნისტების დროს არ არსებობდა. თუმცა პირველი საახალწლოდ მორთული ნაძვის ხე 50-იანი წლებში, 1953 წლის შემდეგ, უნდა დადგმულიყო დღევანდელი ცენტრალურ მოედანზე, რომელსაც მაშინ ლენინის მოედანი ერქვა.
ეს ფოტო კი, რომელიც არქივს შემორჩა, სავარაუდოდ, ამ ფაქტის ამსახველი უნდა იყო. ამბობენ, რომ პირველ ბუნებრივი საახალწლო ნაძვის ხეს მაშინ ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა.
50-იანი წლების ბოლოს და 60-იანებში ნაძვის ხე საახალწლოდ დღევანდელ თეატრში, მაშინდელ მეტალურგთა კულტურის სახლში იდგმებოდა.
კულტურის სახლში საახალწლო პერიოდში სხვადასხვა ღონისძიებები იმართებოდა.
ფოტო: ვაჟა კანდელაკი
საახალწლოდ ცენტრალურ მოედანზე ნაძვის ხის დადგმის ტრადიციად ქცევა უფრო ახლო ისტორიას უკავშირდება.
მერიის წინ ყოველ ახალ წელს ნაძვის ხის დადგმა მერაბ ტყეშელაშვილის მერობის დროს დაიწყო.