2022-11-30 21:58:47
ბორჯომში უბედურ შემთხვევას კაცი ემსხვერპლა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, კაცს ტყეში ხე დაეცა, რის გამოც ადგილზევე გარდაიცვალა.
ინფო რუსთავი მომხდართან დაკავშირებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არკვევს.