ავარია მსხვერპლით დასრულდა

2022-11-28 13:10:57

ბადიაურში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. შუა ხნის კაცი გზაზე გადადიოდა, რა დროსაც მას "პაჯეროს" მარკის მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

დაშავებული საგარეჯოს საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მიღებული ტრავმები იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ადგილზე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარება იყო მობილიზებული.