ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო სპეციალისტებთან ერთად მუშაობს კანონპროექტზე, რომელიც შინაური ცხოველების შესახებ რეგულაციებს ითვალისწინებს.
თუმცა ამ დროისთვის არსებული კოდექსის თანახმად, ძაღლის საბმელის ან ალიკაპის გარეშე ყოლა თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ბულვარში, პარკში ან სკვერში გამოიწვევს მფლობელის გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით.
განმეორებით ქმედებაზე მფლობელი 50 ლარით ჯარიმდება.