რუსთავში არსებული 4 ბრენდირებული ბენზინგასამართი სადგურიდან საწვავი ერთზე უკვე გაძვირდა. "ვისოლი"-ს სადგურზე ვერო რეგულარის მარკის ბენზინმა 5 თეთრით მოიმატა, ჯერჯერობით საწვავზე ფასი უცვლელად არის "გალფი"-ს, "სოკარი"-ს და "რომპეტროლი"-ს ბენზინგასამართ სადგურებზე, თუმცა ლარის კურსის ვარდნის და ოპეკის კალათის ფასის 2.11% ზრდის გამო ვარაუდობენ რომ საწვავის ფასი მინიმუმ 5 თეთრით ყველა სადგურზე მოიმატებს.