დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღვარევში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გარდაცვლილი ბიჭები ერთმანეთის ბიძაშვილები იყვნენ.
როგორც ირკვევა, მსუბუქი ავტომობილი გზის დამცავ ჯებირს შეეჯახა.
შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟს ორივე ახალგაზრდა გარდაცვლილი დახვდა.
როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს.