"უნივერსიტეტში ჭერი ჩამოინგრა"

2022-11-14 17:40:49

სტუდენტების თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოცდის მიმდინარეობისას ჭერი ჩამოინგრა.

"დღეს, გამოცდის დროს, 30-33 სექტორში (თსუ საგამოცდო ცენტრი, მაღლივი.) ჩამოვარდა სახურავი და სტუდენტებს დაეცათ თავზე. ჩამოვარდნამდე 1 საათით ადრე, ხმა ჰქონდა სახურავი რომ ჩამოიწია. ბავშვებმა დამკვირვებლებს უთხრეს, მაგრამ არავინ ყურადღება არ მიაქცია.

კარგად რომ გაარემონტეს იმის შედეგია ალბათ.

პ.ს. ის ბავშვები როგორ ხართ თავზე რომ დაგეცათ?", - წერს ერთ-ერთი სტუდენტი თსუ-ის სტუდენტების ჯგუფში და საგამოცდო სექტორის ფოტოს აქვეყნებს.

საგამოცდო სექტორში მიმდინარე გამოცდის დროს ჭერის ნაწილის ჩამოვარდნის შედეგად არცერთი სტუდენტი არ დაშავებულა. ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაცხადეს.

"ეს არის საგამოცდო სივრცე ბიბლიოთეკის შენობაში. საერთოდ არავინ არ დაშავებულა. ძლიერი ქარის გამო, ე.წ. შეკიდული ჭერის მსუბუქი პლასტიკატის კონსტრუქცია ჩამოიწია და როგორც კი ნახეს, რომ ჩამოიწია, გამოიყვანეს ბავშვები. არავის არ დაცემია თავზე. ამის შემდეგ ჩვენმა სპეციალისტებმა შეამოწმეს ჭერის კონსტრუქცია და როგორც კი განისაზღვრა, რომ უკვე არანაირი საფრთხე არ არსებობდა, ბავშვებმა კვლავ განაგრძეს წერა", - განაცხადეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.


წყარო: edu.aris.ge