ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მოპედი ქვეითს დაეჯახა.
დაშავებულები მძღოლი და ქვეითი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "მედინაში" გადაიყვანა.
ექიმების ინფორმაციით, დაშავებულებს დაზიანებები თავისა და ფეხის არეში აქვთ მიღებული.