ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინოფ რუსთავის" ინფორმაციით ერთმანეთს 2 მსუბუქი ავტომობილი და ერთი მიკროავტობუსი შეეჯახა.
შემთხვევის დროს 3 ადამიანი დაშავდა, თუმცა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში მხოლოდ ერთი მათგანი გადაიყვანა.
ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.