ქუთაისში აღმაშენებლის გამზირზე ქვეითად მოსიარულეს ზებრა გადასასვლელზე მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
დაშავებული ქალი მძიმე დაზიანებებით უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილზე საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები იყო მობილიზებული.