2022-10-15 14:23:00
სურამში კიკვიძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ავტომობილის მძღოლმა შემთხვევის დროს საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და საცხოვრებელ სახლში შევარდა.
შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.
წყარო: მოზაიკა ნიუსი