2022-10-07 11:15:13
ქუთაისთან ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, შემთხვევა ქუთაისის შემოვლით გზაზე მოხდა, რა დროსაც ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა.
ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცავები და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.